11.10.2020 - მშობლებს ეკრძალებათ ბაღში შესვლა, მშობელმაც და ბავშვმაც თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში თუ მშობელი პატარას ბაღიდან ერთი საათის განმავლობაში არ წაიყვანს ადმინისტრაცია 112-ში დარეკავს - ამ და სხვა რეკომენდაციების შესრულება მშობლებსა და ბაღის ადმინისტრაციას ხვალიდან, 12 ოქტობრიდან მოუწევთ.
10.10.2020 - იუსტიციის სახლის განცხადებით, ზოგი პირი სერვისების წინასწარი ჯავშნის პრინციპს არაკეთილსინდისიერად იყენებდა, ამიტომ მათ აღნიშნულ პროგრამაში ცვლილება შეიტანეს.
10.10.2020 - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში 10 და 11 ოქტომბერს უმეტესად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები რეგიონის მასშტაბით ტემპერატურის 24 გრადუსამდე მატებას ვარაუდობენ.
10.10.2020 - ასპინძის ყოფილი მერი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე, ლევან ცაბაძე სამწვრთნელო კარიერას რუსულ სარაგბო კლუბ „სლავაში“ გააგრძელებს.
09.10.2020 - 12 ოქტომბრიდან, “ახალციხის ციხეზე” სამუშაო საათები იცვლება. ციხის ზედა ნაწილში შესვლა 09:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
09.10.2020 - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე პირების დასახმარებლად, ახალციხის მუნიციპალიტეტიდან სომხეთში სამი მიკროავტობუსით სურსათი და ტანსაცმელი ახალციხის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ამბარცუმ ბაბოიანმა, სასულიერო პირთან და ახალგაზრდებთან ერთად ჩაიტანა.
09.10.2020 - ბათუმი-ახალციხის გზის, ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულებისთვის, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულება გაფორმდა.
08.10.2020 - ნინოწმინდის სოფელში, სადაც მიტროპოლიტი ნიკოლოზი „ოაზისის“ შექმნას გეგმავს, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია უძრავ ქონებას შუამავლების მეშვეობით, თითქმის ორჯერ ძვირად ყიდულობს. „სამხრეთის კარიბჭემ“ მოიძია ხელშეკრულებები, რომლებიც ქონების გადაყიდვას და ათასობით ლარის მოგებას ადასტურებს. ყიდვა-გაყიდვის საეჭვო სქემა უკვე წლებია მუშაობს, მასში მონაწილე პირები კი შეკითხვებს თავს არიდებენ.
08.10.2020 - კონკურსი მიგრაციის თემაზე იყო გამოცხადებული და მასში როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი, 52 ჟურნალისტი და ბლოგერი იღებდა მონაწილეობას.
07.10.2020 - საქართველოს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ (რამსარის) კონვენციის სამდივნომ მადათაფას და ბუღდაშენის ტბები საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა. ორი ახალი ”რამსარის ტერიტორია” მნიშვნელოვანია რეგიონის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის და განსაკუთრებით ფრინველებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ტბებს მიგრაციის დროს იყენებენ. კერძოდ, ტბები მდებარეობს აფრიკა-ევრაზიის სამიგრაციო გზაზე.
07.10.2020 - დღეს, 7 ოქტომბერს ახალციხის საფეხბურთო გუნდმა “სამცხემ” ახალქალაქში „აბულთან“ შეხვედრა გამართა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.
07.10.2020 - 7 ოქტომბერს, რაბათში, ღვთისმშობლის წმიდა სავარდის სახელობის ტაძარში კათოლიკეებმა დღესასწაული იზეიმეს. საზეიმო ლიტურგიაზე ვატიკანის ელჩი და კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსი იმყოფებოდნენ.
07.10.2020 - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, ავთანდილ კაჭკაჭაშვილისა და შპს "კეთილმოწყობის" ყოფილი უფროსის, გიორგი ბალიაშვილის კომპანიებმა, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2”-მა და შპს "უტა 2015"-მა, სახელმწიფო შესყიდვებიდან 2014-2020 წლებში 14 205 999 ლარი მიიღეს.
07.10.2020 - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, ქვეყანას გრიპის ვაქცინის საკმაო რაოდეონბა უკვე შესყიდულო აქვს და მედიკამენტის დეფიციტი არ შეიქმნება.
07.10.2020 - შუშანა ზაზაძეს ქარგვა დამ ასწავლა, დედაც წლების განმავლობაში ხალიჩებს ქსოვდა. 60–ზე მეტი ნამუშევრიდან უმეტესობა გაჩუქებული აქვს, ამბობს, რომ არასდროს გაყიდის, რადგან ურჩევნია ნაქარგებით ახლობლები გაახაროს.
07.10.2020 - სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები აცხადებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ეთნო-რელიგიური ან სხვა ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით.
06.10.2020 - დღეს, 6 ოქტომბერს ახალქალაქში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიერ გამართულ აქციაში საჯარო პირების მონაწილეობა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია - ასე აფასებენ პოლიტოლოგები დღევანდელ გამოსვლაში ახალქალაქის მერისა და პარლამენტის დეპუტატის მონაწილეობას.
![საფეხური: როგორ სწავლობენ დისტანიურად არლის სკოლაში [აუდიო] საფეხური: როგორ სწავლობენ დისტანიურად არლის სკოლაში [აუდიო]](/uploads/posts/2020-10/1601998587_rarlis-sajaro-skola.jpg)
06.10.2020 - ადიგენში, არლის საჯარო სკოლაში დისტანიურად სწავლობენ, აქ მასწავლებელს კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა. როგორ მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესი და რა სირთულეებს აწყდებიან დაწყებითი კლასის მოსწავლები – გადაცემის სტუმარია სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე.
06.10.2020 - დღეს, 6 ოქტომბერს ახალქალაქში სომხეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, იურიკ უნანიანი და პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ სამველ მანუკიანიც ესწრებოდნენ. მანუკიანი, რომელიც ამავე დროს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია აცხადებს, რომ აქციაზე მისვლით ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხებს სოლიდარობა გამოუცხადა.
06.10.2020 - "თავისუფალი საქართველოს" სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოდერძი კუბლაშვილმა შიმშილობა დაწყებიდან მეორე დღეს, შეწყვიტა. მიზეზად ის "ხელისუფლების უგულობას" და აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას ასახელებს.