FM97.5 / LIVE
მთავარი » SK TV » რეპორტაჟი
მზეთამზიელი გულნაზი

მზეთამზიელი გულნაზი

19.09.2019 -
გულნაზი გოგოლაძე 85 წლისაა, ბორჯომის სოფელ მზეთამზეში ცხოვრობს. შემთხვევით შევხვდით სოფლის ორღობეში, მეზობელთან მიდიოდა. საუბარი გავაბით.
სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

17.09.2019 -
აქ საცალფეხო, კონწიალა ხიდით მწვანე მინდორში შედიხარ. მერე სიმინდის ყანა გამოჩნდება, მერე ბოსტანი, უსარეველო და მოვლილი, ყვითელი დიდგულა ყვავილები და … თურმე შავაძეების ეზოში ხარ. ამ ოჯახიდან დაიწყო სოფელ გულსუნდაში ჩვენი სტუმრობა.
ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

09.09.2019 -
აქ გაზი არ აქვთ და დასახლების შიდა გზებიც სავალალო მდგომარეობაშია. სოფლის ორღობეებში მოსმენილი ივლიტას ამბები.
სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

06.09.2019 -
მარიამი 16 წლის იყო, პირველად გინეკოლოგთან რომ მივიდა. ექიმმა არ გასინჯა და უთხრა, რომ არასრულწლოვანი კონსულტაციაზე მშობელთან ერთად უნდა მისულიყო. იმ დღის მერე კლინიკაში აღარ წასულა. სიმპტომები დაგუგლა, თავად დაისვა დიაგნოზი, შემდეგ ინტერნეტში სხვადასხვა ფორუმზე იკითხა, ამ დიაგნოზით რა წამლებს სვამდნენ სხვა გოგოები და თავადაც ის მედიკამენტები იყიდა.
დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 -
მუშკეტერები აბასთუმანში. ხალხით, ობსერვატორიით, ჰაერით გადარეული და მტვრით, სუნით, მოუწყობელი ინფრასტრუქტურით შეწუხებული დამსვენებლები. ყველა მათგანი კურორტის შეცვლის იმედით გაისადაც ესტუმრება აბასთუმანს.
‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

08.08.2019 -
აგვისტოს ომში სამცხე–ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცი გარდაიცვალა. ექვსიდან, ხუთი რუსულ ბომბდამშენს, ერთი კი სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. გმირი ჯარისკაცების ისტორია, რომლებიც 11 წლის წინ, საომარი მოქმედებების დროს გარდაიცვალნენ.
ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 -
ახალგაზრდა გამომგონებლებს, ამირან ჯანაშვილს და თაკო თათეშვილს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ადამიანების ცხოვრებისა და პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ.
‘წუნდა’ –  ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

05.08.2019 -
ძველი ტრადიციული სიმღერების სიყვარული და ერთი მიზანი - შეინარჩუნონ მესხური ფოლკლორი – 32 წლის წინ შექმნილ ანსამბლ „წუნდას“ ძირითადი რეპერტუარი მესხური სიმღერებისაგან შედგება. მათი საშემსრულებლო სტილი ზუსტად ისეთია, როგორც მღეროდნენ საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები.
საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]

საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]

31.07.2019 -
ჩივილი ცუდ სეზონზე, სესხით ნაყიდი ბატუტები, გაძვირებული პური და ნაკლები დამსვენებელი.
ეროვნული იდეით გაერთიანებული მესხი კათოლიკეები [ფოტო/ვიდეო]

ეროვნული იდეით გაერთიანებული მესხი კათოლიკეები [ფოტო/ვიდეო]

25.07.2019 -
მღვდელი პეტრე ხარისჭირაშვილი ახალციხეში დაიბადა. რუსული იმპერიის დევნამ იძულებული გახადა, ევროპაში წასულიყო. რომის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა სავანე დააარსა. წლების შემდეგ, ამ სავანეში განმანათლებელ ივანე გვარამაძის მზრუნველობით, სწავლას მიხეილ თამარაშვილი დაიწყებს.
სხეულზე გადატანილი სიმბოლოები – ტატუს სპეციალისტი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

სხეულზე გადატანილი სიმბოლოები – ტატუს სპეციალისტი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

24.07.2019 -
სხვადასხვა სიმბოლოების გადატანა სხეულზე და სფერო, რომელიც ბევრისთვის მიუღებელია, თუმცა ახალგაზრდებს იზიდავს. ახალციხეში სხეულის ტატუებით მოხატვა სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ სპეციალისტი, რომელიც ყველა წესების დაცვით მუშაობს, მხოლოდ ერთია.
სახლები, რომლებიც გამოჩენილი ახალციხელების სახელებს ინახავენ [ფოტო/ვიდეო]

სახლები, რომლებიც გამოჩენილი ახალციხელების სახელებს ინახავენ [ფოტო/ვიდეო]

24.07.2019 -
ახალციხის სახლებზე იშვიათად, მაგრამ მაინც შეხვდებით გამოჩენილი ხელოვანების მემორიალურ დაფებს. ზოგი სახლის ფასადიდან პოეტი, ზოგიდან კი მხატვარი იცქირება. ვინ ცხოვრობენ ახლა მათ სახლებში.
ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

11.07.2019 -
ჩვენს ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მანქანა უბრალოდ ტექნიკა კი არა, ცოცხალი ორგანიზმია. ისინი არც მდიდარი კოლექციონერები, არც მრბოლელები და არც რელიქვიებით დაინტერესებული პირები არიან. უბრალოდ, უყვართ და ზრუნავენ –ავტომოყვარულები მესხეთიდან.
ლეგენდების სოფელი

ლეგენდების სოფელი

09.07.2019 -
მტრისთვის მირთმეული თევზი და პური, დაუმარცხებელი ფალავანი ქალი, წყაროების ისტორია და ოჩხეს ჩადგმა. ლეგენდები ხიზაბავრაზე.
‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

04.07.2019 -
ქართული საკრავის დასამზადებლად ერთი თვე სჭირდებათ. ამბობენ, რომ ყველაზე კარგი ფანდური თუთის ხისგან გამოდის. ნამუშევრებს იშვითად ყიდიან, „შვილივით ნაფერები“ ინსტრუმენტი მხოლოდ ახლობლებისთვის ემეტებათ. მესხი მეფანდურეების მოჩუქურთმებულ ფანდურებს, საქართველოს სხვადასხვა მხარეში შეხვდებით.
ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

08.03.2019 -
დილაუთენია დგებიან, საქონელს უვლიან, თბილ-თბილ რძეს ბოთლებში ასხამენ, საკუთარი ხელით ამოყვანილ ყველსა და სათბურიდან აღებულ ბოსტნეულს ჩანთებში აწყობენ და ქალაქისკენ მიეშურებიან. ზოგი პროდუქტს ახალციხის ეზოებში ყიდის, ზოგი - ბაზარში, თუმცა სურვილი ერთია - ჩანთა საღამოს მსუბუქი იყოს.
ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

07.03.2019 -
აქ ყველას შვილები და შვილიშვილები ენატრება, ოცნებობენ წლების წინ წასული მეზობლების დაბრუნებაზე და სოფელზე, რომელშიც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა.
მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

26.01.2019 -
მაგიდის გარშემო უამრავი გაცვეთილი ფეხსაცმელი აწყვია, აქვე დევს ჩაქუჩი, მახათი და წებო. ვიდრე კლიენტი საკუთარი ფეხსაცმლის წასაღებად მოვა, მათი შეკეთება უნდა მოასწროს. უკვე ოცი წელია, რაბათში ყველამ იცის, რომ თუ ფეხსაცმელი გაუფუჭდა, შესაკეთებლად ხიდთან, პატარა ჯიხურში, გოდერძი პაპას უნდა მიუტანოს.
მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან  [Photos]

მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

12.06.2018 -
ადიგენში, ერთ–ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, რომელიც შუაგულ ტყეშია, ყავრით დახურული ათი ხის სახლი დგას, თუმცა აქედან ორი ცარიელია და მალე თითქმის ყველა დაიკეტება, ადგილობრივები მთაში წასასვლელად ემზადებიან.
ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.02.2018 -
ადიგენში, სადაც 55 სოფელში ერთ დროს, 64 ბიბლიოთეკა მუშაობდა, ახლა მხოლოდ 6–ია მოქმედი – და ისიც, მხოლოდ ოთხ დასახლებულ პუნქტში – ორ სოფელში უდესა და არალში თითო–თითო, დაბა ადიგენსა და კურორტ აბასთუმანში კი – ორ–ორი. მერიას წელს რომელიმე გამოკეტილი ბიბლიოთეკის განახლების გეგმა არ აქვს.