27.10.2020 - სამცხე–ჯავახეთში 40–მდე ფერმერმა კარტოფილი ახალი მეთოდით, ე.წ ჩითილების დარგვის შედეგად მოიყვანა. პანდემიის ფონზე ნერგების დარგვა დაგვიანდა, თუმცა ახალციხელი ფერმერი, მათე ჩიტაშვილი მოსავლით მაინც კმაყოფილია.
26.10.2020 - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ სოფელ დიდ სამსარში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თავს ენზელ მკოიანის მხარდამჭერი დაესხა. მისი თქმით, ეს „ოცნების“ მოქმედი დეპუტატის წინასაარჩევნო პროვოკაცია იყო.
26.10.2020 - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე პაციენტებს მოუწოდებს, სახლში მკურნალობის დროს, ექიმის დანიშნულების გარეშე, არ მიიღონ მედიკამენტები. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა სისხლის გამათხელებლებს იღებს რაც დაუშვებელია.
26.10.2020 - ბუნებრივი აირის მომმარაგებელი კომპანიის შეცვლის გამო, მოსახლეობის ნაწილი გადასახადს ვერ იხდის, რადგან ახალი კომპანიის მონაცემები "თიბისი ბანკის" მხოლოდ რამდენიმე სწრაფი გადახდის აპარატშია ჩატვირთული.
26.10.2020 - ვიდეოებს 2016 წლიდან წერს. მის მიერ გადაღებულ ტიკ–ტოკ რეაქციებისა თუ სხვადასხვა "გამოწვევის" ვიდეოებს ბევრგან წააწყდებით. გაიცანით 21 წლის იუთუბერი ადიგენიდან, მათე ფეიქრიშვილი იგივე Crazy Mate, რომლის იუთუბ არხს 62 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

26.10.2020 - ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
26.10.2020 - სამცხე–ჯავახეთში, კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, რვა შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა, ნინოწმინდაში ორი და ერთი ბორჯომში. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
26.10.2020 - დღეიდან, უდის N2 საჯარო სკოლა სწავლებას დისტანციურ რეჟიმზე გააგრძელებს. აქ ვირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა.
26.10.2020 - სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ახალციხეში მდებარე კლინიკა „იმედი“ ცხელების ცენტრად გადაკეთდა.
26.10.2020 - ადგილობრივების განცხადებით “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სამველ მანუკიანს სოფელ დიდ სამსარში დაპირისპირება მოუვიდა, ამის გამო იგი კლინიკაშიც გადაიყვანეს. ჩხუბის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ პარტიის ახალქალაქის შტაბში.
26.10.2020 - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ახალ ეტაპზე გადავიდა. სასურველი იდეისთვის ხმის მიცემა მსურველებს 31 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. გადაცემის სტუმარია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე.
26.10.2020 - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსისთვის დამახასიათებელ იმ ხუთ ძირითად სიმპტომს ასახელებს, რომლის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს.
26.10.2020 - ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული მერი, იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გაიოზ ლომსაძე თბილისისა და გორის კლინიკებში არიან გადაყვანილები, საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი კი სახლში მკურნალობს.
26.10.2020 - ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მეზობელზე მუქარისთვის დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიებად 3 000 ლარი გირაო შეეფარდა.
26.10.2020 - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, წინასაარჩევნო შეხვედრებზე უსაფრთხოების წესები დაიცვან.
26.10.2020 - სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით, სამედიცინო უნივერსიტეტების მაღალკურსელ სტუდენტებს უმოკლეს დროში გადაამზადებენ. განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ისინი ექიმებს კოვიდის მართვაში დაეხმარებიან.
26.10.2020 - უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
26.10.2020 - საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 872 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი, გარდაიცვალა – 14.
26.10.2020 - ახალციხის N1 საჯარო სკოლა დღეიდან, 26 ოქტომბრიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. აქ ვირუსი მასწავლებლებს და მოსწავლეებს დაუდასტურდათ.
25.10.2020 - ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით საქართველოში იზოლაციაში მყოფმა 900–მდე მოქალაქემ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის მიმართა. ცესკო კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, მათ შორის თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, უზრუნველყოფს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას.