12.03.2020 - ადიგენში, მესხეთის ფერდობების სამხრეთ ნაწილში არჩვის, ირმის, მურა დათვისა და სხვა საკვანძო სახეობები შემცირდა. მათ გადასარჩენად მოსახლეობა თავად გაერთიანდა. იცავენ ბუნებას, ცდილობენ აღკვეთონ ბრაკონიერობა და ზრუნავენ იმისთვის, რომ შინაურმა და გარეულმა პირუტყვმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს - სათემო კავშირები ადიგენიდან.
03.03.2020 - ახალციხეში სომხური ქორწილი ძველი ტრადიციების მიხედვით ტარდება. ახლად დაქორწინებულ წყვილს დედამთილი მხრებზე ლავაშს აფენს და ნიგვზითა და თაფლით უმასპინძლდება. ტრადიციის თანახმად, „ოჯახის უფროსი“ ის იქნება, ვინც პირველი გატეხს კართან დადებულ თეფშს.
28.02.2020 - სამცხე-ჯავახეთი რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონია. მართლმადიდებლების გარდა, აქ ძირითადად ოთხი კონფესიის წარმომადგენლები ცხოვრობენ: სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსლიმური და იუდეური თემი. უმცირესობები ამბობენ, რომ დომინანტი რელიგიისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულება ხშირად არასამართლიანია.
15.02.2020 - აქ თორიდან გადმოსახლებულები ცხოვრობენ. ტყისპირა სოფელში ამბობენ რომ მასალა არ აქვთ ,,ზაბორის“ შესაცვლელადაც კი. სკოლაში რვა ბავშვი დადის და ერთ დროს მრავალრიცხოვანი სოფელი დაცლის პირასაა. „ბირჟაზე“ პოლიტიკური ამბების განხილვას კი ყოველთვის დიდი ვნებათაღელვა ახლავს.
14.02.2020 - სოფელზე შეყვარებული მხატვარი და უხუცესი წყვილი – გაგაცნობთ გორგულიდან ოჯახებს, რომლებიც დასახლებას ერთგულად შემორჩნენ.
21.01.2020 - ზამთრობით აქ თურმე ორ მეტრამდე დებდა, ახლა კი თოვლი მხოლოდ მთის ფერდობებზეღა მოჩანს, თეთრ ლაქებად. ოდესღაც ზამთრის ქარბუქიანი სოფელი, ბოლო წლებია, მხოლოდ ქარიანად იქცა. ქიქინეთში დრომ მხოლოდ ერთი რამ ვერ შეცვალა - პრობლემები, რომლებიც აქ ყველას თანაბრად აწუხებს.
17.12.2019 - ლოკოკინა, რომელიც ერთ დროს ღარიბებისთვის ხორცის შემცვლელ საკვებს წარმოადგენდა, ახლა საკმაოდ ძვირადღირებული დელიკატესია - ოღონდ ფასობს მესხეთში. მოლუსკის ის სახეობა, რომელიც საჭმელად ვარგისია, კლდოვან ფერდობებზე, მცენარეების ძირებში ბუდობს.
12.12.2019 - მესხეთში არყის გამოხდის სეზონი გვიან შემოდგომით იწყება. სოფელ ხერთვისში ყველაზე მეტ არაყს თუთისგან და შინდისგან ამზადებენ – მეთოდი ტრადიციულია.
10.12.2019 - მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტით, აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომილები იმოძრავებს. შედეგად, ბაღდათი-აბასთუმნის 60 კმ-ანი გზის მშენებლობა შეჩერდა. შემოვლითი გზა კი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაივლის.
06.12.2019 - დაკეტილი სახლები, ცარიელი ორღობეები, უფუნქციოდ დარჩენილი და ნახევრად დანგრეული შენობები. სოფელ ხაკის სახლებიდან ალაგ–ალაგ კვამლი ჯერ ისევ ამოდის, რაც ნიშანია იმისა, რომ სოფელი არსებობს, ცოცხლობს.
29.11.2019 - ალბათ, ვერცერთ სხვა საჯარო სკოლაში ვერ ნახავთ იმდენ ყვავილს, რამდენსაც ლელოვნის სკოლის დერეფნებში. აქ, მცენარეების მოვლა არაფორმალური განათლების ნაწილია. იდეა სკოლის დირექტორს და დაწყებითი კლასების მასწავლებელს, ეთერ მეტრეველს ეკუთვნის.
21.11.2019 - მიქელწმინდა ბერძნების სოფელი იყო, ახლა აქ ბერძნების მხოლოდ ორი, ორიც ქართული და ალბათ ხუთი სომხური ოჯახი ცხოვრობს, დაახლოებით ოცი ადამიანი. სოფელში არ არის გზა, არ აქვთ წყალი. მიქელწმინდა ყოველდღიურად იცლება.
20.11.2019 - სოფელში არსებული პრობლემების მოგვარება ბავშვობიდან დაიწყო. 12 წლის იყო, როცა ახალგაზრდულ კლუბში გაწევრიანდა. ეთუნას და მისი მეგობრების დამსახურებაა ის, რომ დღეს ზემო სხვილისის კულტურის სახლი გარემონტებულია. ახლა კი სოფლის ხუთკუთხა სტადიონის მოწესრიგებას გეგმავენ.
06.11.2019 - სკოლა ახალციხეში დაამთავრა. ჯერ დიპლომატობა უნდოდა... ახლა ჰოლანდიაში, ლაიდენის უნივერსიტეტში, საჰაერო და ბიზნეს სამართლის პროგრამაზე სწავლობს. ნათია ჯინიუზაშვილი სწავლაზე, შრომაზე, მოგზაურობაზე და გოგონების ბრძოლაზე.
01.11.2019 - 16 წელია სოფელ წნისში რკინიგზის დაცულ გადასასვლელს დარაჯობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე მატარებლები იშვიათად დადიან, თავისუფალი დრო მაინც არ აქვს, ამოწმებს ლიანდაგებს და ოცნებობს იმ დროზე, როდესაც ვალე–თბილისის მიმართულებით მატარებლები ისევ აქტიურად ივლიან.
18.10.2019 - ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში, სადაც კლდე იშლება და ადგილობრივების ეზოებში ცვივა გეოლოგებს ელოდებიან, ამის შემდეგ გაირკვევა, რა ბედი ელის აქ მცხოვრებლებს.
09.10.2019 - იყო დრო, როცა ახალი ამბების გამავრცელებელი ძირითადი წყარო ფოსტა იყო. ადამიანები ერთმანეთს მოსაკითხ წერილებს უგზავნიდნენ, „სასწრაფო ამბავზე“ დეპეშებს გზავნიდნენ, დღესასწაულებზე კი, ლამაზ მისალოც ბარათებს. ასეთი გზავნილები ადრესატამდე ფოსტალიონებს მიჰქონდათ. ეს იყო პროფესია, რომელსაც საყუნეთში მცხოვრებმა გულიკო ჩინჩალაძემ 26 წელი მიუძღვნა.
07.10.2019 - ზუსტად 75 წლის წინ, ამ ხალხს „არასანდოს“ სტატუსი მიაკერეს და საკუთარი მიწიდან აყარეს. ათეული წლების შემდეგ დაბრუნებულები, საზოგადოების ნაწილმა ვერ მიიღო და ახლა სხვა იარლიყი მიაკრეს - „დაფლული ოქროს მაძიებლები“. თვითონ ისინი არ უარყოფენ, რომ წლები ოქროს ძიებას ნამდვილად მოანდომეს, ოღონდ მათთვის ეს ოქრო მშობლიური მიწაა.
07.10.2019 - 129 დაკეტილი სახლი. ცხოვრება პენსიიდან პენსიამდე. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც ადგილობრივების თქმით „ფეჩით“ გათბება – ისტორიული სოფლის, დვირის თანამედროვეობა.
30.09.2019 - ახალციხელი გურამ სუდაძე ნარინჯისფერ, ერთადგილიან ტრაიციკლს სამი წლის განმავლობაში აწყობდა. საკუთარი ხელით შექმნილ „წიქარას“, რომლის ფრთები ხარის ჩლიქებს მოგაგონებთ, წინა ნაწილი ხარის დინგს, სარკეები კი რქებს, მალე მოგზაურობაში გამოცდის.