25.10.2020 - საქართველოში, გასულ დღე–ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8, გამოჯანმრთელდა 604 პაციენტი.
25.10.2020 - დაავადებათა და კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, ლუგარის ცენტრის სახელით მოსახლეობას ურეკავენ და კორონავირუსის პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატს სთავაზობენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
24.10.2020 - დღეს, 24 ოქტომბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ უდეში 80 წლამდე ასაკის ქალი დაკრძალეს, გარდაცვალების მიზეზი კორნავირუსი გახდა.
24.10.2020 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში საბავშვო ბაღის მზარეული კორონავირუსით დაინფიცირდა.
24.10.2020 - ახალციხეში პაციენტებს, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ,,ცხელების სასტუმროში” გადაიყვანენ. მათ სასტუმროში დარჩენა ორი დღით, კორონავირუსზე აღებული ტესტების პასუხების გაგებამდე მოუწევთ.
24.10.2020 - ახალციხეში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ორგანიზაცია მუშაობას განაგრძობს.
24.10.2020 - დღეს, 24 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთში, კოვიდინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, ცხრა შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა, შვიდი ახალქალაქში და თითო–თითო ასპინძასა და ადიგენში.
24.10.2020 - სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, დღეს, 24 ოქტომბერს, კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
24.10.2020 - საქართველოში, გასული დღე–ღამის განმავლობაში, კორნავირუსის 1 941 კიდევ ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10, გამოჯანმრთელდა 412 პაციენტი.
23.10.2020 - როგორ უნდა მოიქცეს კორონავირუსით ინფიცირებული სახლში და რა შემთხვევაში უნდა დარეკოს 112–ზე. მთავრობამ covid-19–ის ბინაზე მართვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
23.10.2020 - ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩაზე მდებარე სტომატოლოგიური კლინიკა რვა დღით დაიკეტა, ერთ–ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ, 22 ოქტომბერს, საღამოს დაუდასტურდა.

23.10.2020 - დღეს, 23 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 30 პირი დაინფიცირდა. აქედან 11–11 ახალციხესა და ახალქალაქშია, ასპინძაში –5, ნინოწმინდაში –2, ადიგენში კი 1;
23.10.2020 - ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირებულების რაოდენობის გაზრდის გამო, საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ახალციხეში "ცხელების ცენტრი" გაიხსნება.
23.10.2020 - ახალციხეში მდებარე N1 საჯარო სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუფიქსირდა. სკოლაში ინფიცირების ეს მეორე შემთხვევაა.
23.10.2020 - დღეს, 23 ოქტომბერს რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები ბოლო 24 საათში 30-ით გაიზარდა, ამ დროისთვის რეგიონში 203 შემთხვევაა გამოვლენილი.
23.10.2020 - საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 1 759 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა ხუთი, გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი.
22.10.2020 - რა შემთხვევაში რჩებიან სახლში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები და როგორ ხდება მათი მკურნალობა.
22.10.2020 - 22 ოქტომბრის მონაცემებით, მასწავლებლებსა და მოსწავლეებში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, დისტანციურად სწავლობენ ნინოწმინდის, ადიგენის, ახალქალაქის და ახალციხის 10 საჯარო სკოლაში. რეგიონის მასშტაბით ბაღი დაიხურა ოთხ მუნიციპალიტეტში.
22.10.2020 - დღეს, 22 ოქტომბერს სამცხე–ჯავახეთში კოვიდინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ყველაზე მეტი ახალციხეშია, ნაკლები კი ადიგენში.
22.10.2020 - ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში კორონავირუსი ორ მოსწავლესა და ერთ მანდატურს დაუფიქსირდა.