14.09.2020 - ახალციხეში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების ნაწილი პირბადის ტარების წინააღმდეგია, მძღოლები ამბობენ, რომ მათ მითითებას არ ითვალისწინებენ.
14.09.2020 - ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყნისთვის მწვანე, ყვითელი ან წითელის სტატუსის მინიჭება ახალი შემთხვევებისა და მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან გამომდინარე ითვლება. ამის მიხედვით კი, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება.
14.09.2020 - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა კონტროლირებადია და შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.
14.09.2020 - მიუხედავად ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.

14.09.2020 - დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 392–მდე გაიზარდა.
13.09.2020 - ბორჯომი–ასპინძის მოქმედ მაჟორიტარს და პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
13.09.2020 - ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, დღეს გამოვლენილ შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით 152 შემთხვევიდან 11–ზე წყაროს დადგენის მიზნით კვლევები გრძელდება.
13.09.2020 - დღეს, 13 სექტემბერს, საქართველოში, კორონავირუსის კიდევ 152 შემთხვევა გამოვლინდა. დილის მონაცემებით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2227 გახდა, საიდანაც 1369 გამოჯანმრთელებულია.
12.09.2020 - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით,158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარაში, 28 სამეგრელოში, 19 იმერეთში , 6 გურიაში, 18 კი თბილისში დაფიქსირდა. მისივე განმარტებით შემთხვევების მატება არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება.
12.09.2020 - დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოში, კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ეპიდემიის გავრცელებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია საქართველოში. დილის მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვმა 2075-ს მიაღწია.
12.09.2020 - საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის შემდეგ სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ამოქმედდეს კარანტინი, რომელიც 2021 წლის 11 იანვრამდე გაგრძელდება.
11.09.2020 - ახალციხეში მდებარე რესტორნებში გაუმქებული ქორწილების გამო, ასეულობით ლარის პროდუქტი ფუჭდება. მეპატრონეების თქმით, გამკაცრებული რეგულაციები მათი ბიზნესისთვის ამჯერად დამღუპველი იქნება.
11.09.2020 - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში კორონავირუსის მომატებული შემხთვევების გამო ბრძანება გამოსცა, რომელიც თავდაცვის ძალებისთვის რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
11.09.2020 - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2 100–მდე მასწავლებელს კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ, აღნიშნული პირები ბოლო პერიოდში აჭარაში იმყოფებოდნენ.
11.09.2020 - პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ზუგდიდისა და ფოთის საჯარო სკოლებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად გაიმართება.

11.09.2020 - თბილისის ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოშ შეიძლება მწვანე ზონის სტატუსი დაკარგოს, 11 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

11.09.2020 - დღეს, 11 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
10.09.2020 - ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მატების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულაციები ისევ გამკაცრდა. აიკრძალა ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა, ღია ცის ქვეშ გამართულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე კი 200–ზე მეტი ადამიანის დასწრება არ შეიძლება.

10.09.2020 - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსწავლეს რომელსაც ტემპერატურა ან სხვა რესპირატორული სინდრომი ექნება, მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას.
10.09.2020 - საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მატებისა, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს.