18.02.2019 - ასპინძაში, აწყვიტა–ნიჯგორის დამაკავშირებელ ხიდს, რომელიც გასული წლის სექტემბერში ჩაინგრა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი 81 260 ლარზე გამოაცხადა.
18.02.2019 - ბორჯომის მერიამ დაინტერესებული პირებისთვის, ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების მიზნით, კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
14.02.2019 - სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 4 773 850 ლარს შეადგენს, ეს თანხა გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 21 033 ლარით ნაკლებია. ისევე როგორც შარშან, წელსაც ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხელფასებში იხარჯება.
14.02.2019 - სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი 100-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში ხორცილდება.
13.02.2019 - ადიგენში, სოფელ ბენარაში, სკოლის მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის ტენდერი 2 470 043 ლარზე გამოაცხადა.
13.02.2019 - ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში სახურავი, საიდანაც შენობაში წყალი ჩამოდიოდა შეაკეთეს, თუმცა ახლა სახურავის სხვა ნაწილი დაზიანდა და ამჯერად თოჯინების შესანახი ოთახი, ასევე, გარდერობი ზიანდება.
13.02.2019 - 2019 წელს, ასპინძაში ოთხი სოფლის საროს, ხიზაბავრის, თოკისა და ვარგავის სასმელი წყლის ცენტრალური მილსადენისა და სათავენაგებობის რეაბილიტაცია იგეგმება.
12.02.2019 - სამცხე–ჯავახეთში მუნიციპალიტეტების მერებს იმ რეგიონული ააიპ–ის პროექტი წარუდგინეს, რომლისთვისაც თანხა ექვსივე თვითმმართველობიდან უნდა გამოიყოს. თუმცა, შეხვედრა ისე დასრულდა, რომ რა თანხა უნდა გაიწეროს ბიუჯეტებიდან ჯერ ზუსტად ვერ განსაზღვრეს.
12.02.2019 - FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთ ძირითადი პროდუქტის რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქარსა და ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, იანვარში მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა და 164.8 ერთეული შეადგინა.
11.02.2019 - განათლების მინისტრის ინიციატივას უფასო ფაკულტეტების გაუქმების შესახებ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორებისა და სტუდენტების ნაწილი უარყოფითად, ნაწილი კი დადებითად აფასებს.
11.02.2019 - ახალციხელმა გოგონებმა მცენარეების საშრობი აპარატი და უსინათლოებისთვის ულტრაბგერითი სამაჯური გამოიგონეს, თუმცა, იდეების განხორციელება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო. მიზეზი უსახსრობაა.
11.02.2019 - ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტით, აწყურში ე.წ. ველის წყლის სათავე ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
11.02.2019 - ბაკურიანობა 2019 კურორტზე 10 მარტამდე გაიმართება. ღონისძიება სამ დღეს გაგრძელდება და ამისთვის ბორჯომის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 41 000 ლარი დაიხარჯება.
11.02.2019 - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება. ცვლილებები ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.
08.02.2019 - „არ გვაქვს ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ოთახი, სადაც მათ გამოვკითხავთ. გვიჭირს გადაადგილება მაღალმთიან სოფლებში, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, თუ მიდის უკან აღარ ბრუნდება და ამიტომ არის შემთხვევები, როცა ნახევარი ხელფასი მუშაკს გადაადგილებაში ეხარჯება“ – ამბობს უფროსი სოციალური მუშაკი სამცხე–ჯავახეთში ნინო საანიშვილი.
08.02.2019 - სოციალური მუშაკები დღეს, რვა თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანენ წერილს, რომელშიც მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ მოთხოვნები იქნება გაწერილი.
08.02.2019 - ახალქალაქში დროებითი მოთავსების იზოლატორი გარემონტდა, ახალციხეში იზოლატორს სამედიცინო პუნქტი დაემატა, ბაკურიანში კი ახალი გაიხსნა.
07.02.2019 - ბაკურიანს წელს განსაკუთრებით ბევრი ტურისტი სტუმრობს, სად და რა ფასადაა შესაძლებელი გართობა კურორტზე.
07.02.2019 - განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება. მან ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
06.02.2019 - დამსვენებლების რიგები საბაგიროებთან, საცობები ქუჩებში და დაკეტილი საპირფარეშოები. ზამთრის სეზონი ისე სრულდება, რომ ბაკურიანში მთავარი პრობლემების მოგვარება ვერ ხერხდება.