სასამართლოს ეზო, შალვა აბულაძის განაჩენის გამოცხადება. 21.12.2015წ. დღეს, 21 დეკემებრს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, შალვა აბულაძეს, რომელსაც გამოძიება პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრას, ასევე, იარაღის შეძენა–შენახვა–ტარებას ედავებოდა, უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
აბულაძეს ბრალი რამდენიმე მუხლით ედებოდა. როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა განმარტა, შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით;
(2015 წლის 23 იანვარს ქ.ბორჯომში გიორგი მახარაშვილზე და გიორგი ბერუაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი)ბრალდების მხარე აბულაძეს ბორჯომში, გიორგი ბერუაშვილის მკვლელობას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და მკვლელობის ბრალდება, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შეეცვალა. მოსამართლემ აღნიშნული იმ მოტივით ახსნა, რომ შალვა აბუალძეს წარდგენილი ბრალდებისთვის ექსპერტიზა იყო დანიშნული ბერუაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, თუმცა ექსპერტის დასკვნა სასამართლოში არ წარდგენილა.
ასევე, შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
(2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვის ბრალდება)შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვის ვადით.
(2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარების ბრალდება).ასევე, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით
(2015 წლის 04 აპრილს, ვახტანგ გულიაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი), 19,353–ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით
(2015 წლის 04 აპრილს, ვალერიან გრძელიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) და 353–ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით
(2015 წლის 04 აპრილს ბექა მარგიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და 353–ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის საქნციის ფარგლებში დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 05 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის, შეძენა შენახვის ეპიზოდი)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შალვა აბულაძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვრა
უვადო პატიმრობა.
შეგახსენებთ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბულაძის განაჩენის გამოცხადებას 20–მდე პოლიცილელი დაესწო. სხდომას არც შალვა აბულაძე და არც მისი ადვოკატი დასწრებიან.
პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, დავით ჩხენკელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თუმცა შესაძლებელია, ბორჯომის ეპიზოდთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
საქმის გასაჩივრებას აპირებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეც, რომელიც აბულაძის ინტერესებს იცავდა. ადოკატი ამბობს, რომ შალვა აბულაძის საქმეს სტრასბურგში წაიღებს. მისი თქმით, შალვა აბულაძე წარდგენილი ბრალიდან მხოლოდ მაყუჩიანი იარაღის, ასევე მაკაროვის ტყვიების უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას
აღიარებს, რაც შეეხება გლოკის ტიპის იარაღს, ასევე პოლიციელების მკვლელობას, კატეგორიულად უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, პოლიცილელების მკვლელლობისა და დაჭრის, ასევე, იარაღის შეძენა/შენახვა/ ტარებისთვის ძებნილი შალვა აბულაძე, 2015 წლის 10 აპრილს, აპრილს, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში დააკავეს. მისი დაკავების სპეცოპერაციაში შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]