FM97.5 / LIVE

წყალი, გზა და გაზი – წინუბნელები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ

მთავარიეკონომიკა 08.12.2015
რა პრობლემები აწუხებთ სოფელ წინუბანში მცოხვრებლებს და რის მოგვარებას ჰპირდება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ; სოფელი სადაც უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაზის შეყვანაზე საუბარი არაა;

წყალი, გზა და გაზი –  წინუბნელები  ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ
სოფელ წინუბანში ასფალტის დაგებას, სასმელი წყლის მოწესრიგებას და გაზის შეყვანას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიუხედავად არაერთი პრობლემისა, მათი ბედით არავინ ინტერესდება.

სოფელში დაახლოები 120 ოჯახი ცხოვრობს. ცენტრალური გზიდან სოფელი სამი კილომეტრით არის დაშორებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლამდე მისასვლელი გზა მოსაწესრიგებელია. მძღოლებს გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში უჭირთ. თოვლში სამგზავრო მიკროავტობუსი ვერ მოძრაობს, ამიტომ სიცივეში ფეხით სიარული უხდებათ.

„თოვლი, რომ მიდის მარშტუკა სოფელში ვეღარ ამოდის. ფეხით ჩავდივართ აგარამდე“, – ამბობს წინუბანში მცხოვრები ნორა ჩუტკერაშვილი.
გზის მოასფალტებას ითხოვს ამავე სოფელში მცხოვრები ცისანა ქიმერიძეც: „პირველ რიგში ჩვენს სოფელში გზის პრობლემა დგას, თან აქ სანიაღვრე არხები თუ არ გაუკეთდება, ფულის დახარჯვას გზის გასაკეთებლად ისე აზრი არ აქვს“.

უგზოობის გარდა, სოფელს სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სასმელად მდინარის წყალს მოიხმარენ, წყალი გაუფილტრავია და ხშირად ჭიები და ფოთლები მოყვება. ზამთრის პერიოდში კი საერთოდ იყინება და დაახლოებით სამი თვე მოსახლეობა წყლის გარეშე რჩება.

„ჩვენ ძალიან ცუდ წყალს ვსვამ, ამ წყლით ხალხიც კი მოიწამლა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალიწინებული ფული, ყოველ წელს წყალს ხმარდება, მაგრამ მაინც ვერ მოწესრიგდა“, – ამბობს წინუბანში მცხოვრები ომარ ლომსაძე.

„წყალი რაც გვაქვს ისიც ზამთრის პერიოდში იყინება და რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ვზიდავთ, ყოველ წელს ამ დღეში ვართ“, – ამბობს თეა ყულიევა.

გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ თანხები, ისევ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მოხმარდა, ამჯერად სოფლის კუთვნილი თანხა 14. 933 ლარი, შიდა ქსელის გაკეთებას მოხმარდა. ამ თანხას 54 .200 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დაემატა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფელში არსებული პრობლემის შესახებ იციან და ამბობენ, რომ სოფელში წყაროს წყლები არ არის და ამიტომ მდინარის წყლის გაფილტვრაზე უნდა იზრუნონ, თუმცა ეს 2017 წლამდე ვერ მოხერხდება.

„შევისწავლეთ და აქ წყაროს წყლები არ არსებობს. რთული სამუშაოებია ჩასატარებელი. წყალი უნდა გაიფილტროს. ამისთვის ტყეპარკის ტერიტორიაზე მოგვიხდება შესვლა, სადაც არ არის გზები გაყვანილი და პირუტყვსაც არ უხვდება ფეხი. სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობთ, მომავალ წელს გაკეთდება პროექტი და 2017 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ თანხებსაც“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

რაც შეეხება გზის პრობლემას, წინუბანში მცხოვრებ მოსახელობას მომავალი წლიდან ეს პრობლემა ნაწილობრივ მოუგვარდება.

„მოასფალტდება ცენტრალური მაგისტრალიდან აგარის სასაფლაოებამდე მისასვლელი მონაკვეთი, ის ადგილი, სადაც ძნელად მოძრაობს ტრანსპორტი. ამისთვის 2016 წლის ბიუჯეტში 160.000 ლარი გვაქვს გათვალიწინებული“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

ადგილობრივების ერთ–ერთი მოთხოვნა სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანაცაა. თუმცა, მოხერხდება თუ უახლოესი ორი წლის განმავლობაში წინუბნის გაზიფიცირება, ძნელი სათქმელია.

ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების სოფლებში გაზიფიცირებას შპს „ინტერ გაზში“ და „სოკარი“ აწარმოებს.

შპს „ინტერგაზში“ კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ მათ სამწლიან გეგმაში წინუბანი და მიმდებარე სოფლები არ დევს, რადგან ამ მხარეს ცენტრალური მილსადენი არ გადის, ყველაფერი კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
აღნიშნული სოფლის გაზიფიცირებას ამ ეტაპზე არ გეგმავს „სოკარიც“.

„წინუბანი 2015 წლის გეგმაში არ დევს, შემსაბამისაც ვერც სემეკის რეგულაციაში ვერ იქნებოდა. 2016 წლის გეგმაში, რომლის განხილვის პროცესიც ახლა მიმდინარეობს, არ მახსენდება არის თუ არა ეს სოფელი ჩასმული“, – ამბობს „საქორ გაზის“ წარმომადგენელი, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ქართლის რეგიონული ოფისის დირექტორი გოჩა შაინიძე.

მისივე თქმით, „სოკარი“ სამუშაოებს სარო–ხიზაბავრაში, უდეში, არალსა და ვალეში აწარმოებს: „ახალციხე და მიმდებარე სოფლები ჩვენი არეალი არ არის. აქედან გამომდინარე ჩვენ სამუშაოებს ვერ ვაწარმოებთ“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ –  წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ

სამი წყაროს იმედად

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამით' ნახევრად განხორციელებული პროექტი სოფელ ხოსპიოში
სოფელ კარწახის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
სოფელ საძელში გაზიფიცირებას ითხოვენ
წინუბანში აქციის მონაწილეებთან მერის მოადგილეები მივიდნენ