
ა) საარჩევნო უბნის შესასვლელთან და სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;
ბ) კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლების მქონე პირი, საარჩევნო უბანში არ დაიშვება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა);
გ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კენჭისყრის დღეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს და ატარებდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა);
დ) სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უნდა განთავსდეს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, კარის სახელურები, სამუშაო მაგიდები, საარჩევნო ყუთები და ა.შ.) სათანადო წესით, წმენდა/დეზინფექცია;
ე) სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უნდა განთავსდეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერი, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით;
ვ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა პერიოდულად უნდა შეცვალონ პირბადე და კენჭისყრის დღეს პერიოდულად დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით;
ზ) მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა მაგიდისგან (მთვლელებისგან) 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესზე დაკვირვება; თ) პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე უნდა ხდებოდეს სპეცჯგუფის განთავსების ოთახების განიავება/ბუნებრივი ვენტილაცია;
ი) სპეცჯგუფის განთავსების შენობის შესასვლელთან, შემსვლელ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, უნდა განხორციელდეს შენობაში შემსვლელ პირთა თერმოსკრინინგი. ცხელების – 37°С ან 37°С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან 13 შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება სპეცჯგუფის განთავსების შენობაში;
კ) კენჭისყრის დღეს სპეცჯგუფის განთავსების ადგილზე ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა უნდა დატოვოს შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, სპეცჯგუფი საარჩევნო კოდექსი დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ამ პირის შენობიდან გაძევების საკითხზე;
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას სპეცჯგუფების მიერ დაცული უნდა იქნეს შემდეგი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები:
ა) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები აღჭურვილი უნდა იყვნენ და უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ხელთათმანები, ხელის სადეზინფექციო ხსნარი და სხვა.);
ბ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები არ უნდა შევიდნენ ამომრჩევლის ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში;
გ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრებისა და დამკვირვებლების ამომრჩევლის ბინასთან/სახლთან/ოთახთან/ნომერთან მისვლისთანავე, გადასატანი საარჩევნო ყუთის ზედაპირი, ბინის/სახლის/ოთახის/ნომრის კარის სახელური და სხვა შეხებადი ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
დ) ამომრჩეველზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის გადაცემა უნდა მოხდეს კონტაქტის გარეშე (მაგალითად, კარის სახელურზე ან ნებისმიერ ზედაპირზე, ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში შესვლის გარეშე) და დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო დისტანცია 1,5-2 მეტრის დაშორებით;
ე) საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მისაღებად, ამომრჩეველმა სპეცჯგუფის წევრს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა წარუდგინოს კონტაქტის გარეშე, იმგვარი ფორმით (ჩვენება, გადაფურცვლა და სხვა), რომ სპეცჯგუფის წევრის მიერ შესაძლებელი იყოს მონაცემების წაკითხვა და ფოტოს მიხედვით იდენტიფიცირება;
ვ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრებმა ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენი უნდა გასცენ მხოლოდ პირბადის გამოყენებისა და ხელების ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავების შემდეგ;
ზ) ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ სპეცჯგუფის წევრის მიერ ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას. ამომრჩეველთა სპეცჯგუფის წევრი ვალდებულია ამომრჩეველზე არ გასცეს საარჩევნო ბიულეტენი პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. პირბადის მოხსნისას ამომრჩეველსა და სპეცჯგუფის წევრს შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია არანაკლებ 1,5 მეტრი. რისი განმარტებაც უნდა მოხდეს წინასწარ ან ადგილზე. ხმის მიცემისას ამომრჩეველს უნდა მიეწოდოს პირბადე (არქონის შემთხვევაში);
თ) ამომრჩეველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. სპეცჯგუფის წევრმა საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველს უნდა მიუთითოს, რომ საარჩევნო ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით დააფიქსიროს მისთვის განკუთვნილი კალმისტრით და ამავე კალმისტარით ისარგებლოს საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას;
ი) კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება უნდა მოხდეს ბინის (სახლის) შესასვლელთან განთავსებულ გადასატან საარჩევნო ყუთში. საარჩევნო ბიულეტენის მიღების დამადასტურებელი ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სია უნდა მოთავსდეს სათანადოდ მისთვის განკუთვნილ ყუთში/ჩანთაში. გადასატან საარჩევნო ყუთი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
კ) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს ხელების დაბანა და სადეზიფენქციო ხსანით დამუშავება;
ლ) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების დეზიფენქცია.
3. ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვისა მიზნით, დამკვირვებელთა და საარჩევნო სუბიექტების/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელები კენჭისყრის დღეს არ დაიშვებიან სხვა საარჩევნო უბნებში, თუ დამკვირვებელი/საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს დატოვებს საარჩევნო უბნის განთავსების შენობას ანდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს, იგი განმეორებით აღნიშნულ შენობაში/გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესზე არ დაიშვება.
აღნიშნული პირები აგრეთვე არ დაიშვებიან სხვა კენჭისყრის შენობაში/გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში. ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირებს არ შეიძლება შეენაცვლონ მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის/ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები/დამკვირვებლები.
[sknews.ge]