FM97.5 / LIVE

სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად მოსკოვში შეიკრიბებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 09.10.2020
დაპირისპირებული მხარეები, სომხეთი და აზერბაიჯანი, პუტინმა მიიწვია, რათა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოსკოვისგან კონსულტაციები მიიღონ.

სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად მოსკოვში შეიკრიბებიან

სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით, ინფორმაციას on.ge, გამოცემა FRANCE24-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაპირისპირებული მხარეები პუტინმა მიიწვია, რათა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოსკოვისგან კონსულტაციები მიიღონ.

"ბაქომ და ერევანმა დაგვიდასტურა თავიანთი მონაწილეობა იმ კონსულტაციებში, რომელიც მოსკოვში გაიმართება", — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

მედიის ცნობით, ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ამ საკონსულტაციო შეხვედრებისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

პირველ ოქტომბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაპირსპირებული მხარეები მოლაპარაკებებისთვის საქართველოში მოიწვია. პრემიერმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბღში ვითარების შემდგომი ესკალაცია ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

"ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში", — განაცხადა გახარიამ.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'საქართველო მზადაა მხარეებს უმასპინძლოს' – გახარია ყარაბაღის კონფლიქტზე
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა
ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
აზერბაიჯანმა მობილიზაცია გამოაცხადა, სომხეთთან საზღვარზე მსხვერპლია - რა საფრთხეს ქმნის ეს?
სომხეთი-აზერბაიჯანის დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება
ახალქალაქში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია იმართება [ფოტო]