რა არის ‘სერვისჰაბი’ და რას სთავაზობს მომხმარებელს [R]
მთავარი → სიახლე, რეკლამა11.06.2018“სერვისჰაბში” უძრავი ქონების რეგისტრაციასა და მასთან დაკავშირებული პროცედურების, სამშენებლო პროექტებისა და ოფიციალური დოკუმენტების შედგენაში დაგეხმარებიან. ასევე, გაგიწევენ სამაკლერო, სათარჯიმნო მომსახურებას და იურიდიულ კონსულტაციას.
"სერვისჰაბში" ყველა მომსახურება ერთ სივრცეში იყრის თავს და თითოეულ მიმართულებით პროფესიონალი კადრები მუშაობენ. ნებისმიერ მომხმარებელს, სასურველი მომსახურების მიღება ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდიმამიშვილის N2-ში შეუძლია. თუმცა, "სერვისჰაბის" დახმარებით საკითხების მოგვარება ადგილზე მიუსვლელად, ინტერნეტის საშუალებითაც შესაძლებელია.
„ეს არ არის უბრალოდ სერვისების გაერთიანება. ეს არის კომპანია, რომელიც ცდილობს მომხმარებელს შეუქმნას კომფორტი, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებით“, – ამბობს სერვისჰაბის დამფუძნებელი და დირექტორი ნიკოლოზ ბეგიშვილი.
მას მსგავსი ორგანიზაციის დაფუძნების იდეა ახალციხის იუსტიციის სახლში მენეჯერად მუშაობის დროს გაუჩნდა: „ვხედავდი მოქალაქეებს, რომლებსაც უჭირდათ სამართლებრივ თუ სხვა პროცედურებში გარკვევა. სახელმწიფო ორგანიზაციები კი შეზღუდულები არიან თავისი მოქმედების არეალში. ამიტომ, გადავწყვიტე, შემექმნა საჯარო რეესტრის ავტორიზებული კომპანია, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა უძრავი ქონების რეგისტრაციას და ამავე დროს დაეხმარებოდა იურიდიული და ტექნიკური პროცედურების მოგვარებაში. იდეაზე მუშაობის პროცესში გამოჩნდა ახალი მიმართულებებიც. ჩვენ დავამუშავეთ, შევქმენით მათი კომბინაცია და ახლა მრავალფეროვან სერვისს ვთავაზობთ მომხარებლებს“.
"სერვისჰაბი" არის სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავასობს მათზე ორიენტირებულ სერვისებს. კომპანია ჩამოყალიბდა 2017 წლის ბოლოს და მოკლე დროში დანერგა სერვისები შემდეგი მიმართულებით:
საჯარო რეესტრის ავტორიზებული პირი
• უძრავი ქონების რეგისტრაციაზე (რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების რეგისტრაციაზე) განცხადების მიღება;
•საკადასტრო-აზომვითი ნახაზის შედგენა (ელ. ვერსიის მომზადება);
•შიდა აზომვითი ნახაზის შედგენა;
•ორთოფოტოს მომზადება;
•დაკვალვა - რეგისტრირებული მონაცემის ადგილზე გადამოწმება და ადგილის მითითება.
სათარჯიმნო მომსახურება შემდეგ ენებზე:
• ბერძნული;
• გერმანული;
• თურქული;
• ინგლისური;
• იტალიური;
• რუსული;
• სომხური;
• ფრანგული.
მომხმარებლის დაკვეთით შესაძლებელია სხვა ენებზე თარგმნაც.
უძრავი ქონების სააგენტო
• სამაკლერო საქმიანობა;
• უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;
• უძრავი ქონების ქირაობა-გაქირავება;
• უძრავი ქონების გირაობა–დაგირავება;
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სულ შვიდი თვის დაარსებულია, ორგანიზაცია აქტიურად განიხილავს ახალ იდეებს: „ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ შევძლებთ, ამ მიმართულებით სასწავლო სახის (ინსტრუქციის მომზადება, ტრენინგის ჩატარება) მომსახურება გავუწიოთ კომპანიებს. გარდა ამისა, იგეგმება ახალი სერვისების შეთავაზებაც. მრავალფეროვანი სერვისების დანერგვა ჩვენ საკმაოდ მცირე დროში შევძელით“, – ამბობს ბეგიშვილი.
კომპანიის განვითარების სტრატეგია, მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული. ამიტომ, სერვის ჰაბი მომხმარებლებს თხოვნით მიმართავს, მიაწოდონ სასურველი მომსახურების იდეა. ამგვარი მეთოდით, კომპანია შეძლებს ახალი სერვისების დანერგვაში, მომხმარებელთა სურვილები მაქსიმალურად გაითვალისწინონ.