FM97.5 / LIVE

საგანგებო შტაბი: ატენში ხანძარი ლიკვიდირებულია, გრძელდება მუშაობა ბორჯომში

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2017
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულა, თუმცა რამდენიმე ათეული ჯარისკაცი ნახანძრალ ადგილზე კიდევ რჩება. შტაბის ცნობით, ხანძრის ჩაქრობის პროცესი მთელი დატვირთვით ბორჯომში მიმდინარეობს.

საგანგებო შტაბი: ატენში ხანძარი ლიკვიდირებულია, გრძელდება მუშაობა ბორჯომში
ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია–აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შექმნილი, საგანგებო შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორნაციით, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილ ხანძარს სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით ლოკალიზება მოხდა, მოგვიანებით კი, ხანძრის ქრობა წყლის ჭავლით განხორციელდა.

ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი.

ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება, ჯარისკაცები ტერიტორიის მონიტორინგს ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით და მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გუშინ მიმართა.

ამ დროისთვის სრული დატვირთვით გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჯომის ხეობაში.

საგანგებო შტაბი კვლავ 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, კოორდინერებასა და სამაშველო გეგმის დასახვაში უშუალოდ არის ჩართული პრემიერ-მინისტრი.
[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიის ზონაში სამხედრო ძალებს გამოიყენებენ
ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სრულდება
პარლამენტი სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომას გამართავს
ცოცხალი ძალის გარდა ბორჯომში სამხრედრო ტექნიკაც მუშაობს
საგანგებო შტაბი: ბორჯომში ცოცხალი ძალის სახით, 1500-მდე ადამიანი მუშაობს
ფშავ–ხევსურეთში ხანძარი ლოკალიზებული, დუშეთში კი ლიკვიდირებულია – შტაბი
ბორჯომის ხანძრის გამო პრემიერ-მინისტრის დავალებით საგანგებო შტაბი შეიქმნა