FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტი ჩავარდა [Photo/Video]

მთავარისიახლე, SK TV 15.02.2017
ადიგენის საკრებულოს დეპუტატების მცდელობა, განმეორებითი იმპიჩმენტი მოეწყოთ საკრებულოს თავმჯდომარისთვის, ჩავარდა, მომხრეებს ერთი ხმა დააკლდათ.

ადიგენის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტი ჩავარდა [Photo/Video]

რიგგარეშე სხდომა ადიგენში დღეს, 15 თებერვალს გაიმართა. სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, იმედა მღებრიშვილის განმარტებით (რომელიც ამ პოზიციაზე ლობჯანიძის იმპიჩმენტის შემდეგ დაინიშნა), ლობჯანიძის თავმჯდომარეობის პერიოდში მუშაობა არაკოორდინირებულად მიმდინარეობდა, ლობჯანიძე აიგნორებდა გამგეობიდან შესულ საკითხებს და არაგუნდურად მართავდა საკრებულოს.

მღებრიშვილის ამ განცხადების შემდეგ, ლობჯანიძემ საკითხების დაკონკრეტება მოსთხოვა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ლევან ლობჯანიძის თქმით, მისი მუშაობისადმი ყოველთვის ჩასაფრებულები იყვნენ, რომ შეცდომა აღმოეჩინათ.

ადიგენის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტი ჩავარდა [Photo/Video]

საკითხის განხილვის შემდეგ, ფარული კენჭისყრა დაიწყო. სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა , თუმცა, ერთმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რატი ტატალაშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 24 ბიულეტენიდან, 2 გაბათილდა, 22 ხმა კი ასე გადანაწილდა – 15–მა დეპუტატმა ხმა მისცა ლობჯანიძის გადაყენებას, მისი პოზიციაზე დარჩენის მომხრე კი 7 დეპუტატი იყო.

ადიგენის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტი ჩავარდა [Photo/Video]

ეს ლობჯანიძის იმპიჩმენტის მეორე მცდელობა იყო. პირველად იგი 2015 წლის 4 მარტს გადააყენეს. ლობჯანიძემ გადაყენება უკანონოდ მიიჩნია, სასამართლოს გზით იბრძოლა და სამივე ინსტანცია მოიგო, შედეგად, იგი პოზიციაზე ერთი კვირის წინ დაბრუნდა. იურისტების განმარტებით, რადგან თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლები რჩება, დეპუტატებს ლობჯანისთვის იმპიჩმენტის განმეორებით მოწყობა აღარ შეუძლიათ.



[ლუბა გიორგაძე, ოთარ აწყურელი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს
ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტი არ შედგა – მომხრეებს ერთი ხმა დააკლდათ
ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს
მზადება განმეორებითი იმპიჩმენტისთვის ადიგენში
დღეს ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტზე იმსჯელებს
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ
დაბრუნება იმპიჩმენტიდან 2 წლის შემდეგ და კვლავ იმპიჩმენტის მოლოდინი [Video]