FM97.5 / LIVE

ცესკოს ბრიფინგების განრიგი არჩევნების დღეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 07.10.2016
ცესკო არჩევნების დღეს საინფორმაციო ბრიფინგებს ორ საათში ერთხელ ჩაატარებს. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი - 2 51 00 51.

ცესკოს ბრიფინგების განრიგი არჩევნების დღეს
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. ბრიფინგები ორ საათიანი შუალედით ჩატარდება.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი შემდეგია:

8:30 სთ;
10:30 სთ;
12:30 სთ;
15:30 სთ;
17:30 სთ;
20:30 სთ;

ცესკოს ინფრმაციით განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

ასევე, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი - 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

ხვალ, 8ოქტომბერს საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 07:00 საათზე გაიხსნება, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართება.

ამომრჩეველს ხმის მიცემა 08:00 საათიდან შეეძლება. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში არჩევნების დღეს 212 საარჩევნო უბანი გაიხსნება, სადაც 146.160 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

რეგიონის მასშტაბით პარლამენტში მოსახვედრად 27 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იბრძოლებს.

ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებში კი, რომელიც ასევე 8 ოქტომბერს ჩატარდება 5 კანდიდატია რეგისტრირებული.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევამდე რამდენიმე საათია დარჩენილი.

[sknew.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დღეს (R)
15 ივნისს 3,637 საარჩევნო უბანი გაიხსნება
ცესკოს ინფორმაციით ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
ცესკოს თავმდჯომარემ არჩევნებისთვის მზადების პროცესი შეაჯამა
28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება (R)
ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
ცესკოს არჩევნებზე გადასატანი ყუთის მოთხოვნით იზოლაციაში მყოფმა  900–მდე პირმა მიმართა